შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჭიათურის რაიონი, სოფელი ზედა რგანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1931–1935წწ. და 1938–1941წწ. მუშაობდა აკადემიკოს გ. მუხაძესთან; 1938–1939წწ. მონაწილეობდა ხალხინ–გოლის ბრძოლებში: 1942–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1947–1951წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1958–1970წწ. განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ფთიზიოქირურგიულ კადედრას; 1970–1984წწ. განაგებდა მის მიერვე შექმნილ პირველ პულმონოლოგიის კათედრას; 1984წ. ამავე კათედრის პროფესორი; დაამუშავა ფილტვის ზოგიერთი ოპერაციის ახალი ანატომიერი საფუძვლები; აღწერა ფილტვის რეზექციის ორიგინალერი მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1956), პროფესორი(1958). წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.1 .-თბ., 1997.-გვ. 19 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |