The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ აბაშიძე

Other name:ვინმე  (Pseudonym)
თირელი  (Pseudonym)
მენავე  (Pseudonym)
შროშანი  (Pseudonym)
Date of birth:1866
Date of death:9 March, 1903  (at 37 years)
Burial location:ვოლკოვოს სასაფლაო, პეტერბურგი
Category:Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დილიკაური, ზესტაფონის რაიონი.

სწავლობდა ქალაქ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

სამწერლო ასპარეზზე XIX საუკუნის 80–იან წლებში გამოვიდა; 15 წლისა უკვე წერდა ლექსებს; მონაწილეობდა გიმნაზიაში მოსწავლეების მიერ დაარსებული ხელნაწერი ჟერნალ გაზეთების ("სხივი", "თარი", "სტვირი") გამოცემაში; გიმნაზიის დაუსრულებლად ჩააბარა გამოცდები კერძო ვექილის წოდებაზე და ვექილობას მიჰყო ხელი, მაგრამ მალე დაანება თავი; 90–იან წლებში ილია ჭავჭავაძის რეკომენდაციით მიიწვიეს "ივერიაში"; აქვეყნებდა ორიგინალ და თარგმნილ ლექსებს სხვადასხვა ფსევდონიმით; "შროშანის" ფსევდონიმით ბეჭდავდა კორესპოდენციებსა და პუბლიცისტურ წერილებს პოლიტიკასა და მიმდინარე საკითხებზე; თანამშრომლობდა აგრეთვე "ცნობის ფურცელში", "მოამბეში" და "კვალში"; აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში;  მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, ლიტერატურულ საღამოებში; ითვლებოდა შესანიშნავ მკითხველ–დეკლამატორად; სამშობლოს უსაზვრო სიყვარული, ხალხის ერთგულება, მამულიშვილობის ღირსების შეგნება წარმართავდა მთელ მის შემოქმედებას; მის პოეზიაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულის თემას, ბუნებას; მის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარში ("ოხ მარგალიტავ" 1896, "როდესაც გიცქერ..." 1899); თარგმნა მ. ლერმონტოვის "მწირი" 1893, ფ. კოპეს "ბუდას მერცხალი" 1900, ე. არნოლდის "მნათობი მთისა " 1900; წერდა პოემებს: "დედა" (1900), "ცრემლთა წყარო" (1901).  

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.1 .-თბ., 1997.-გვ.20  ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.31

Bibliography

  • ლექსები : ლირიკა და პოემები (Author). - ტფილისი, ფედერაცია, 1936. - 199გვ.
  • თხზულებანი გრ. აბაშიძისა (Author) // ნაწ. 1 : ლექსები. ავტორის სურათით. - ქუთაისი, ქუთაისის ამხანაგობის გამოცემა N16, 1901. - 366გვ.

Share: