შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს. 1994, 1996, 1998 წლებში იყო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსაჯი; 1950-1984წწ. გაზეთ "ლელოს" ჭადრაკის განყოფილების გამგე; 1984-1987წწ. საჭადრაკო გაზეთ "მერანის" პირველი რედაქტორი; 1997–2000წწ. ყოველთვიურ ჟურნალ "ჭადრაკის სამყაროს" მთავარი რედაქტორი; 1968-1996წწ. საქტელეჭადრაკის ჟურნალ "სამორინეს" წამყვანი და ავტორი; 1977 წლიდან საქართველოს ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიის პედაგოგი და ერთ–ერთი დამაარსებელი; გამოცემული აქვს 50–მდე წიგნი, მათ შორის: "ქართული ჭადრაკის მატიანე" (სამტომეული 1995, 1997, 2000); მონოგრაფიები: "თამაშობს ანდრია დადიანი" (1972), "ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა" (1985), "ჩვენი ნონა" (1992); მიღებული აქვს სპორტის დამსახურებული მუშაკისა (1981) და სსრკ საპატიო მსაჯის წოდებები (1985), სეოკის პრემია, თბილისის ჩემპიონი (1953), საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრემია (1999). მოჭადრაკე, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (2004), პროფესორი (2005), საჭადრაკო მიმომხილველი, ლიტერატორი და ისტორიკოსი. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.2. – თბ.,2012. – გვ.14; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.389 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |