The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ გიორგაძე

თენგიზ გიორგაძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1925
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 2012  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ჟურნალისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს.

1994, 1996, 1998 წლებში იყო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსაჯი; 1950-1984წწ. გაზეთ "ლელოს" ჭადრაკის განყოფილების გამგე; 1984-1987წწ. საჭადრაკო გაზეთ "მერანის" პირველი რედაქტორი; 1997–2000წწ. ყოველთვიურ ჟურნალ "ჭადრაკის სამყაროს" მთავარი რედაქტორი; 1968-1996წწ. საქტელეჭადრაკის ჟურნალ "სამორინეს" წამყვანი და ავტორი; 1977 წლიდან საქართველოს ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიის პედაგოგი და ერთ–ერთი დამაარსებელი; გამოცემული აქვს 50–მდე წიგნი, მათ შორის: "ქართული ჭადრაკის მატიანე" (სამტომეული 1995, 1997, 2000); მონოგრაფიები: "თამაშობს ანდრია დადიანი" (1972), "ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა" (1985), "ჩვენი ნონა" (1992); მიღებული აქვს სპორტის დამსახურებული მუშაკისა (1981) და სსრკ საპატიო მსაჯის წოდებები (1985), სეოკის პრემია, თბილისის ჩემპიონი (1953), საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრემია (1999). მოჭადრაკე, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (2004), პროფესორი (2005), საჭადრაკო მიმომხილველი, ლიტერატორი და ისტორიკოსი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.2. – თბ.,2012. – გვ.14; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.389

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმი, წევრი (1948-2000)
  • სსრკ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმი, წევრი (1972-1975)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1981 - საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: