Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ანტონოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. მუშაობდა გორის სამაზრო სამმართველოში, შემდეგ მამისეულ სავაჭროში. 1851 წელს მსახიობად ჩაირიცხა გიორგი ერისთავის თეატრის დასში, რომელსაც მცირე ხნით ხელმძღვანელობდა კიდეც. ზურაბ ანტონოვმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის ჩამოყალიბების პროცესში. მის პიესებში "მე მინდა კნეინა გავხდე" (1851), "განა ბიძიამ ცოლი შეირთო?" (1852), "მზის დაბნელება საქართველოში" (დაიდგა 1853, დაიბეჭდა 1876), "ქმარი ხუთი ცოლისა" (დაიდგა 1851, დაიბეჭდა 1852), "ქორწილი ხევსურთა" (1852), "ქოროღლი" (1853), "ტივით მოგზაურობა"(1854) ასახულია მეცხრამეტე საუკუნის თბილისი, ქართული სოფლები, სხვადასხვა სოციალური წრის ცხოვრება და ზნე-ჩვეულებები. ზ. ანტონოვის ლიტერატურული სამყარო ნათელი და ცოცხალი სიუჟეტებით, იუმორითა და სარკაზმით აღსავსე დიალოგებითა და რეპლიკებით არის მდიდარი, რამაც მისი თეატრალური პოპულარობა განაპირობა. მისი კომედიები ბევრჯერ დაიდგა ქართულ თეატრში და მეტიც, ბოლო წლებშიც აქტიურად ცოცხლდება ქართულ სცენაზე. კომედიოგრაფი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.170; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |