The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ანდრიაშვილი

დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1919
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1991  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი, სოფელი მუკუზანი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს.

1942–1965წწ. მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1963 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრაზე. იყო მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი 1976 წლიდან; პროფესორი (1979). მისი შრომები ძირითადად ეხება ქართული ლითონური უნიკალური ძეგლების დამზადების ტექნოლოგია–შესწავლას, ჭედური ხელოვნების, იარაღების დამზადების, მივიწყებული ტექნოლოგიური პროცესების აღდგენა–განვითარებას.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.1 –თბ., 1977. – გვ.149

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: