შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ანდრიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1913 წელს. 1914–1917წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1932–1941წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე. 1942 წლიდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1935 წელს დააარსა წითელას საწინააღმდეგო შრატის დამამზადებელი სადგურები და ამცრელი პუნქტები თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში. იყო ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი 1938 წლიდან. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1977.– გვ.149 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |