The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელიტონ გობეჩია

მელიტონ გობეჩია
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1878
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 1914  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ჭაქვინჯი.

დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი 1910 წელს.

1897 წლიდან მასწავლებლობდა; 1905 წელს იყო გაზეთ "ცნობის ფურცლის" კორესპონდენტი ზუგდიდის მაზრაში;  მოღვაწეობდა "სახალხო გაზეთში"; 1911 წელს დააპატიმრეს, გარდაიცვალა ხარკოვის ციხეში.მას ეკუთვნის ლექსების კრებული – "ჰანგები"(1902), "პარიზის სონეტები"(1910); ორი პოემა – "ფარნაოზი" და "ამირანი"; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.2. – თბ.,2012. – გვ.54

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1983. - 32გვ.
  • ჰანგები (ავტორი). - თბილისი, არ. ქუთათელაძის სტ., 1902. - 72გვ.

გააზიარე: