The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამინ გობეჯიშვილი

რამინ გობეჯიშვილი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:26 აგვისტო, 2014  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი ნიგზვნარა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1964 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1981-1988წწ. ხელმძღვანელობდა აეროკოსმოსური მეთოდების ლაბორატორიას; 1986-2006წწ. გლაციოლოგიის ლაბორატორიას; 2000-2003წწ. გეომორფოლოგიის განყოფილებას; 1979-1981წწ. იყო ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1979წწ. უფროსი ინჟინერი; 2005-2007წწ. დირექტორი; 2003-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან სრული პროფესორი; 1997 წელს მონაწილეობდა "მსოფლიოს თოვლ–ყინულოვანი რესურსების ატლასის" შედგენაში; ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული გლაციოლოგიურ და გეომორფოლოგიურ ექსპედიციებში, მათ შორის:კავკასიის რეგიონში(1965-2012), აღმოსავლეთ ანატოლია(2003), ჰიმალაიში(1991), სინო-ტიბეტის მთები(1990), ტიანშანი(1990), ალტაი(1984), კამჩატკა(1982), შპიცბერგენი(1978), ზაილის ალათაუ(1972), პამირში(1967); ავტორია 9 მონოგრაფიის და 120 სტატიის; გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი(1995), პროფესორი(1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მთიანი რაიონების თანამედროვე  რელიეფწარმომქმნელი პროცესების კვლევა სტერეოფოტო-გრამმეტრიული მეთოდებით", დაიცვა 1979 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "საქართველოს თანამედროვე მყინვარები და  ევრაზიის მთებში გამყინვარების ევოლუცია", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.2. – თბ., 2012. – გვ.54

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (2007-)
  • საქართველოს გეოგრაფიის საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი (1996-2008)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გლაციოლოგიის სექციის ბიურო, წევრი (1988-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: