| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევტიხი გობრონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გაღმა დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. იგი იყო მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში 1944-1968 წლებში; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე 1968-1978 წლებში. ამავე კათედრის კონსულტანტი; სწავლობდა ნევროზებს, სიმპტომატურ ფსიქოზებს, ალკოჰოლიზმს, ტოქსიკომანიას და მათი მკურნალობის მეთოდებს. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.55; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.680-681 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

