შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ ანდღულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თელათგორი, კასპის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1959 წელს. 1958–1969წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი; 1973–1984წწ. ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1969–1973წწ. საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე; 1984–1991წწ. საკავშირო სასოფლო–სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის განყოფილების პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1991 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1990), აგრარიკოს–ეკონომისტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ., 2012.-გვ.155; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.49 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |