The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურთაზ აბაშიძე

მურთაზ აბაშიძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1927
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2004  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: საჩხერის რაიონი, სოფელი ჭალა.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს.

1956 წლიდან თბილისის საშენ მასალათა კომბინატის მთავარი მხატვარი; 1959 წლიდან მონაწილეობდა ყოფილი სსრკ–ისა და საზღვარგარეთის(ბელგია, საბერძნეთი, იტალია, კანადა, პორტუგალია) ქვეყნებში გამართულ მხატვართა გამოფენებში; მისი ნამუშევრებია: ავტორია კარიკატურების წიგნისა(1980); ნამუშევრები: დეკორატიული ჭურჭელი(1970),  ლარნაკი(1978), თასი(1977) და სხვა. კერამიკოსი, კარიკატურისტი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედოა:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.24

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ვერცხლის მედალი
  • 1985 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ოქროს მედალი
  • 1984 - ფაენცის კერამიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი(იტალია)
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1975 - პოლონეთის საერთაშორისო გამოფენის დიპლომი
  • 1974 - ფაენცის კერამიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი(იტალია)
  • 1972 - ფაენცის კერამიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი(იტალია)
  • 1969 - ფაენცის კერამიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი(იტალია)
  • ჟურნალ "ნიანგის" სარედაქციო კოლეგია
    წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: