შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს. 1943–1944წწ. მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში; 1947–1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1959–1968წწ. იქვე განაგებდა ჰისტოლოგიის განყოფილებას; 1966 წელს ქართული ენციკლიპედიის მედიცინისა და ბიოლოგიიის რედაქციის გამგეა; 1966–1972წწ. ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე; შეისწავლა ზურგის ტვინის ნერვული წნულების და სიმპათიკური წველების შედარებითი ანატომია, ხერხემლიანთა ნაწლავების ინერვაციის თავისებურებები; მსხვილ ნაწლავში გადანერგილი წვრილი ნაწლავის კედელში განვითარებული ცვლილებები; რენტგენის სხივების სხვადასხვა დოზის მოქმედებები ნაწლავზე და სხვა; მამასთან სიმონ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1961); პროფესორი (1981). ანატომი და სამედიცინო ლექსიკოგრაფი. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.22; georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |