The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ანთელავა

ნიკოლოზ ანთელავა
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:25 აპრილი, 1970  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს.

1920 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში გ. მუხაძესთან; 1923–1924წწ. მივლინებული იყო გერმანიაში ფ. ზაუერბუხისა და ა. ბირის კლინიკებში; 1928 წელს მუშაობდა ლენინგრადში ვ. შევკუნენკოსთან; 1929–1938წწ. განაგებდა სოხუმის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას; 1939–1941წწ. ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრას; 1941–1056წწ. იყო ამიერკავკასიის საევაკუაციო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი, ხოლო 1949–1954წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; 1941–1970წწ. ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიის კათედრას. იყო გულ–მკერდის ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში, დოქტორი (1938), პროფესორი (1939).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1977.– გვ.157–158

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრკ ფთიზიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1962-)
  • ქირურგთა საერთაშორისო საზოგადოება "პიემონტი" (იტალია), წევრი
  • ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის ქირურგთა საზოგადოება, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - ლენინური პრემია
  • 1957 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - ს. ფიოდოროვის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: