The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ღაჭავა

გელა ღაჭავა
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:მწერალი, მხატვარი, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა ქ. თბილისის 107-ე პროფესიულ-ტექნიკური საწავლებლის ფილიალი ქსოვილის მოხატვის სპეციალობით 1985 წელს.

1985 წელს მუშაობდა ქ. სენაკის კინოთეატრ "რუსთაველის" მხატვრად; 1988 წელს იყო სენაკის რაიონის სოფელი ზანის კულტურის სახლის დირექტორი; 1988-1989წწ. ქ. ქუთაისის ავტოქარხნის ელექტრო შემდუღებელ საამქროში მოწაფედ; 1989 წელს ამავე ქარხნის შემდუღებელია; 1980 წელს იწყებს ფოტოგრაფიის დაუფლებას; 1988 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს ჯგუფურ და საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოფენებში; 1992 წელს ჩამოაყალიბა ალტერნატიული ხელოვნების გაერთიანება "ბონზო კლუბი", რომლის ძირითადი მიზანი იყო პაროდიული ფორმით გამოევლინა ორგანიზაციის წევრთა შემოქმედება; 1993 წელს "ბონზო კლუბი" მონაწილეობს ქ. თბილისში კულტურის ცენტრ "ქარვასლა"-ში საგამოფენო დარბაზში გამართულ დადა-პრეზიდენტის არჩევნებში; 1993 წლის 1 ივნისს ქ. თბილისში რუსთაველის პროსპექტზე მოაწყო საქველმოქმედო აქცია, საიდანაც შემოსული თანხა მთლიაად გადაეცა უდედმამო ჩვილ ბავშვთა სახლს; 1995 წელს ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული მუსიკის ჯგუფი ''DIREKTION'', ჯგუფმა ჩაწერა 3 ლაბორატორიული კონცერტი (I – ''კანქვეშა ჰორიზონტი'', II – ''კონტაქტი'', III – ''თოჯინების მარში''); 1996-1997წწ. ქ. ქუთაისის რადიოსადგურ "ძველი ქალაქი"-ს მუსიკალურ-იუმორისტული გადაცემის დიჯეი; 1997-1999 წ.წ. ქ. ქუთაისი, გაზეთი ''POST SKRUPT'' პოეზიის გვერდის ''+– სარეველა" ჟურნალისტი; 2007 წლიდან მუშაობს ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხატვარად; აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რედაქციებთან, როგორც მხატვარი და ფოტოგრაფი; წერს მოთხრობებსა და ლექსებს, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში; გამართული აქვს 14 პერსონალური და 5 ერთდღიანი გამოფენა თბილისში, ქუთაისში, სენაკსა და ზუგდიდში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კოოპერატივი "მოდაXX", წევრი (1989-1994)
  • საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო, წევრი (2000-)
  • ხელოვანთა კავშირი "მარიოტა'"-ს, წევრი (1999-)

ბიბლიოგრაფია

  • ჩემი რჩეული : ლექსები (ილუსტრატორი). - ქუთაისი, 2013. - 168გვ.
  • ლეო ჭეიშვილი : არგენტინაში მოღვაწე ქართველი მწერალი და მეცნიერი (ილუსტრატორი). - თბილისი, "მწიგნობარის" გამ-ბა და სტ., 2013. - 118გვ.. - ISBN: 978-9941-424-81-6
  • მზეკაბანი : 80-90 და 2000-იანი წლების ქუთაისელ პოეტთა შემოქმედება (ილუსტრატორი). - ქუთაისი, მარიოტა : ენიგმა, 2010. - 332გვ.

გააზიარე: