The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო ავალიანი

ლადო ავალიანი
Legal name:ვლადიმერ ავალიანი
Date of birth:15 May, 1913
Date of death:1998  (at 84 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1940 წელს.

1935 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "დადაშ ხვიბლან", 1940 წელს – ნოველათა პირველი კრებული "ლაჰილ პირველი". 1947-1967 წლებში გამოიცა მისი ნოველების ხუთი კრებული. მწერლის თხზულებათა თემატიკა ეხება ძველი და ახალი სვანეთის ყოფას ("მუხის ჭია", "ლაჰილ პირველი", "დალის დალალები"), სამამულო ომის დღეებს ("დედის იმედი", "სიდუ"), ქართული მწერლობისა და ხელოვნების მოღვაწეთა ცხოვრებას ("ყარიბი მგოსანი", "სულოაგას ქუდი") და სხვა. ავალიანის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია "ახალი ჰორიზონტი" (1952-1969), პირველი ქართული რომანი, რომელშიც ასახულია მაღაროელთა ცხოვრება. მისი ნოველები და რომანი თარგმნილია რუსულად, რამდენიმე ნოველა - ჩეხურად, ხოლო "სულოაგას ქუდი" - ინგლისურად.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1997. – გვ.58

Bibliography


Share: