შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ აკერმანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სტავროპოლის მხარე, ქ. ალექსანდროვსკოე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიური ფაკულტეტი 1930 წელს. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა რესპუბლიკის საჯარო ბიბლიოთეკის(ახლანდელ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა) საცნობარო–ბიბლიოგრაფიული განყოფილების მთავარ ბიბლიოგრაფად. შეადგინა ბიბლიოგრაფიული ნაშრომები: "სსრკ ხალხთა ლიტერატურა ქართულ ენაზე. 1921–40" (დ. ეგორაშვილთან ერთად, თბ., 1941), "ქართული ლიტერატურა. რევოლუციამდელი პერიოდი" (ტ. საპატოვასთან ერთად, მოსკოვი, 1986), ქართველ და რუს მწერალთა სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიული საძიებლები თანაავტორებთან ერთად და სხვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1977. – გვ.79 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |