The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ აკერმანი

ნიკოლოზ აკერმანი
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1908
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1986  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სტავროპოლის მხარე, ქ. ალექსანდროვსკოე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიური ფაკულტეტი 1930 წელს.

1926 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა რესპუბლიკის საჯარო ბიბლიოთეკის(ახლანდელ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა) საცნობარო–ბიბლიოგრაფიული განყოფილების მთავარ ბიბლიოგრაფად. შეადგინა ბიბლიოგრაფიული ნაშრომები: "სსრკ ხალხთა ლიტერატურა ქართულ ენაზე. 1921–40" (დ. ეგორაშვილთან ერთად, თბ., 1941), "ქართული ლიტერატურა. რევოლუციამდელი პერიოდი" (ტ. საპატოვასთან ერთად, მოსკოვი, 1986), ქართველ და რუს მწერალთა სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიული საძიებლები თანაავტორებთან ერთად  და სხვა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1977. – გვ.79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: