The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა აკობია

შოთა აკობია
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1920  (98 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალე, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1942 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (დაუსწრებლად).

1944–1945წწ. მუშაობდა წალენჯიხის რაიონულ გაზეთ "სტალინელის" რედაქციაში; 1945–1950წწ. კომპარტიის წალენჯიხის რაიონული კომიტეტის მდივნის თანაშემწედ; 1950–1954წწ. გაზეთ "აფხაზეთის" რედაქციაში; 1954–1959წწ. იყო ალმანახ "ლიტერატურული აფხაზეთის" რედაქტორი; 1959–1974წწ. აფხაზეთის მწერალთა კავშირის ქართული სექტორის გამგე; 1974 წლიდან "საქპრესის" აფხაზეთის განყოფილების გამგე; 1938 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი "ბაღში", 1951 წელს ლექსების პირველი წიგნი "სამშობლოს დილა". მასვე ეკუთვნის რომანები"თეთრი ჩრდილი", "სიყვარული და სინათლე", მოთხრობების წიგნები, საბავშვო ნაწარმოებები, აფხაზ მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები და სხვა. მონაწილეა რამდენიმე ანთოლოგიისა და კოლექტიური კრებულისა. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ და აფხაზურ ენებზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 –თბ., 1997. – გვ.82

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: