Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა აკობია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭალე, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1942 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (დაუსწრებლად). 1944–1945წწ. მუშაობდა წალენჯიხის რაიონულ გაზეთ "სტალინელის" რედაქციაში; 1945–1950წწ. კომპარტიის წალენჯიხის რაიონული კომიტეტის მდივნის თანაშემწედ; 1950–1954წწ. გაზეთ "აფხაზეთის" რედაქციაში; 1954–1959წწ. იყო ალმანახ "ლიტერატურული აფხაზეთის" რედაქტორი; 1959–1974წწ. აფხაზეთის მწერალთა კავშირის ქართული სექტორის გამგე; 1974 წლიდან "საქპრესის" აფხაზეთის განყოფილების გამგე; 1938 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი "ბაღში", 1951 წელს ლექსების პირველი წიგნი "სამშობლოს დილა". მასვე ეკუთვნის რომანები"თეთრი ჩრდილი", "სიყვარული და სინათლე", მოთხრობების წიგნები, საბავშვო ნაწარმოებები, აფხაზ მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები და სხვა. მონაწილეა რამდენიმე ანთოლოგიისა და კოლექტიური კრებულისა. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ და აფხაზურ ენებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 –თბ., 1997. – გვ.82 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |