შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ალავიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საირმე, ცაგერის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს და ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1938 წელს. 1938 წელს დაიწყო მუშაობა ამავე ინსტიტუტში ასისტენტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად; 1956 წელს დოცენტისა და პროფესორის თანამდებობებზე. კითხულობდა ქართული გრამატიკის, სტილისტიკისა და დიალექტოლოგიის კურსებს ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1985–1990წწ. მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგედ. ალავიძემ მრავალსაუკუნოვანი ქუთაისის იუბილეს მიუძღვნა ლექსთა კრებული "ქართველი პოეტები ქუთაისს". ლექსიკოგრაფი, ისტორიკოს-ეთნოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლეჩხუმური ლექსიკა", დაიცვა 1955 წელს. წყარო: mwvanekvavila.blogspot.com; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.101; geonecropol.com; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008 .-გვ.22 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |