The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ალავიძე

მიხეილ ალავიძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1996  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:ისტორიკოსი, კრიტიკოსი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საირმე, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს და ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1938 წელს. 1938 წელს დაიწყო მუშაობა ამავე ინსტიტუტში ასისტენტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად; 1956 წელს დოცენტისა და პროფესორის თანამდებობებზე. კითხულობდა ქართული გრამატიკის, სტილისტიკისა და დიალექტოლოგიის კურსებს ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1985–1990წწ. მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგედ. ალავიძემ მრავალსაუკუნოვანი ქუთაისის იუბილეს მიუძღვნა ლექსთა კრებული "ქართველი პოეტები ქუთაისს". ლექსიკოგრაფი, ისტორიკოს-ეთნოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლეჩხუმური ლექსიკა", დაიცვა 1955 წელს. 

წყარო: mwvanekvavila.blogspot.comქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.101; geonecropol.comქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008 .-გვ.22

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1952-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: