The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილი ალექსანდროვი

დაბადების თარიღი:24 მაისი, 1887
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 1964  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სანქტ–პეტერბურგი
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სანქტ–პეტერბურგი.

დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1913 წელს.

1915–1927წწ. მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში; 1917 წლიდან იყო ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1918–1927წწ. კითხულობდა მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1927–1929წწ. ტომსკის უნივერსიტეტის პროფესორი; 1929–1942წწ. მუშაობდა ლენინგრადის მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა რუსეთში პირველი მცენარეთა ანატომიის ლაბორატორია; 1942 წლიდან ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერების აკადემიის ლენინგრადის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ანატომიის და მორფოლოგიის განყოფილებას; ვასილ ალექსანდროვი ითვლება მცენარეთა ანატომიის სკოლის დამაარსებლად საქართველოში, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბალახოვან მცენარეთა, აგრეთვე ჩაის, ვაზისა და სხვა მერქნიან მცენარეთა ანატომიის შესწავლაში. 1917–1929წწ. თბილისი ითვლებოდა მცენარეთა ანატომიის ერთადერთ კერად სსრკ–ში. ბოტანიკოსი, მცენარეთა ანატომიის სკოლი დამაარსებელი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1 – თბ.,1977. – გვ. 102

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: