| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ალექსანდროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი. დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1913 წელს. 1915–1927წწ. მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში; 1917 წლიდან იყო ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1918–1927წწ. კითხულობდა მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1917–1929წწ. თბილისი ითვლებოდა მცენარეთა ანატომიის ერთადერთ კერად სსრკ-ში. 1927–1929წწ. - ტომსკის უნივერსიტეტის პროფესორი; 1929–1942წწ. მუშაობდა ლენინგრადის მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა რუსეთში პირველი მცენარეთა ანატომიის ლაბორატორია; 1942 წლიდან ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერების აკადემიის ლენინგრადის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ანატომიის და მორფოლოგიის განყოფილებას. ვასილ ალექსანდროვი ითვლება მცენარეთა ანატომიის სკოლის დამაარსებლად საქართველოში. მას ეკუთვნის 150 ნაშრომი მცენარეთა ანატომიაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბალახოვან მცენარეთა, აგრეთვე ჩაის, ვაზისა და სხვა მერქნიან მცენარეთა ანატომიის შესწავლაში. დიდი ლვაწლი მიუძლვის ფოთლის კვალის თეორიასა და ღეროში ბოჭკოების გრაფიკული განსაზღვრის მეთოდის შემუშავებაში. 1934 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ბოტანიკოსი, პროფესორი, მცენარეთა ანატომიის სკოლის დამაარსებელი. ბოტანიკოს ანატომის ოლღა ალექსანდროვას მეუღლე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 –თბ.,1977. –გვ.102; საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.11-14 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

