The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გიორგაძე

გიორგი გიორგაძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:იურისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1986 წელს.

მოჭადრაკე; საერთაშორისო დიდოსტატი(1993); სსრკ სპორტის ოსტატი (1982); საერთაშორისო ოსტატი (1989). მისი პირველი მწვრთნელი იყო დ. ჩირაძე (ქუთაისი); საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი (1989); მსოფლიოს ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადებისა (1992, 1994, 1998, 2000) და ევროპის გუნდური პირველობების (1992, 1997) მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. იყო გ. კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის მატჩში (1990). მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე დაფაზე მოიპოვა ბრინჯაოს მცირე მედალი (1996). განსაკუთრებული დამსახურების და გაწეული ღვაწლისათვის, ჭადრაკის განვითარება – პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორდენი (2014), ევროპის საჭადრაკო კავშირის "ოქროს დიპლომი" (2014).

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.2. – თბ., 2012. – გვ.13; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.45

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, პრეზიდენტი (2008-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - სპორტის რაინდის წოდება
  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: