Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1986 წელს. მოჭადრაკე; საერთაშორისო დიდოსტატი(1993); სსრკ სპორტის ოსტატი (1982); საერთაშორისო ოსტატი (1989). მისი პირველი მწვრთნელი იყო დ. ჩირაძე (ქუთაისი); საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი (1989); მსოფლიოს ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადებისა (1992, 1994, 1998, 2000) და ევროპის გუნდური პირველობების (1992, 1997) მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. იყო გ. კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის მატჩში (1990). მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე დაფაზე მოიპოვა ბრინჯაოს მცირე მედალი (1996). განსაკუთრებული დამსახურების და გაწეული ღვაწლისათვის, ჭადრაკის განვითარება – პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორდენი (2014), ევროპის საჭადრაკო კავშირის "ოქროს დიპლომი" (2014). წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.2. – თბ., 2012. – გვ.13; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.45 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |