The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა აბაშიძე

მარინა აბაშიძე
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974 წლიდან მუშაობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1974–1976წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა; 1976–1988წწ. იყო უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1991წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1998წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში; 1997 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის ასისტენტი; თსსუ-ს ჰემატოლოგიის მიმართულების პროფესორი; ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და გაიდლაინის ავტორი ჰემატოლოგიის, ციტოლოგიის, ეპიდემიოლოგიის საკითხებზე; მუშაობდა აშშ ფეირვიუს საუნივერსიტეტო და "მეიოს" კლინიკებში (აშშ მინესოტას შტატი); ჩართულია საერთაშორისო კვლევებსა და გრანტებში, მონაწილეობს  საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში; არის ექიმ–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელენთის ლიმფოსარკომის თავისებურებანი, დიფერენციული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროგნოზი", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 7; vidal.ge; ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი: hematologia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველ მედიკოსთა ასოციაცია, წევრი
  • ჰემატოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: