The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან აბაშიძე

რუსუდან აბაშიძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1945  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1970წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1976–1980წწ. საკავშირო კარდიოლოგიურ ცენტრში დაამთავრა დაუსწრებელი სწავლების ასპირატურა. 1971–1983წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–კარდიოლოგი; 1983 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანია. ავტორია 49 სამეცნიერო ნაშრომის არტერიული ჰიპერტონიის სხვადასხვა ფორმების დიაგნოსტიკაზე. არის კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციია თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის რადიოიზოტოპური სცინტიგრაფიის მნიშვნელობა სხვადასხვა ფორმის ჰიპერალდოსტენორიზმის დიაგნოსტიკაში არტერიული ჰიპერტონიით შეპყრობილ პირებში", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 7

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ბრინჯაოს მედალი

გააზიარე: