The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ აბელაშვილი

რამაზ აბელაშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გარდაბნის რაიონი, სოფელი სართიჭალა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1968წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1968–1970წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1970 წლიდან მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკურ საავადმყოფოში ნერვულ სნეულებათა განყოფილების გამგედ. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც დაბეჭდილია რესპუბლიკურ, ყოფილ საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის გამოცემებში. მისი გამოგონება: "თავის ტვინის შერყევის დიაგნოსტიკის მეთოდი მწვავე დახურულ ქალა–ტვინის ტრავმის დროს", იძლევა საშუალებას ქალა–ტვინის ტრავმების საეჭვო შემთხვევებში ძილ–ღვიძილის ელექტრონისტაგმოგრაფიის საშუალებით დავადგინოთ თავის ტვინის შერყევის არსებობა ან არარსებობა. არის ნევროლოგი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვესტიბულური დიფუნქციის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის შესახებ მსუბუქი დახურული ქალა–ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდში", დაიცვა 1985 წელს.

წყარო:  ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 8

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ნევროლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: