The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ აბულაძე

თეიმურაზ აბულაძე
Date of birth:29 October, 1945  (79 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1970წწ. იყო ლანჩხუთის რაისაავადმყოფოს ქირურგი ორდინატორი; 1970–1973წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის და მოსკოვის ცენტრალურ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1973–1979წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის აბდომინალური კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი; 1980–1994წწ. პროქტოლოგიის კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან – პროფესორი, 1995 წლიდან – პროქტოლოგიის კათედრის გამგე, 1997 წლიდან – პროქტოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელი. ავტორია 68 სამეცნიერო ნაშრომის კოლორექტული ქირურგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "მსხვილი ნაწლავის დივერტიკულური დაავადება"(1986). არის ქირურგი, პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მე–4 კლინიკური საავადმყოფოს პროფტოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი და მისი გართულებები", დაიცვა 1979 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "აუტოტრანსპლანტანტებისა და ექსპლანტატების გამოყენება ქრონიკული პარაპროქტიის დროს", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ.10


Share: