The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ ჯუღელი

ბესიკ ჯუღელი
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით - ლითონმცოდნეობა, თერმული დამუშავების მოწყობილობა და ტექნოლოგია 1966 წელს.

1966-1969წწ. მანქანათა მექანიკისა და პოლიმერულ მასალათა ინსტიტუტის უფროსი ტექნიკოსი; 1969-1970წწ. საკონსრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1970-1981წწ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ მუშაკი, სექტორის უფროსი, ჯგუფის უფროსი; 1981-1985წწ. თბილისის ტელევიზორების ქ-ნის უფროსი მეცნიერ თამანშრომელი, საამქროს უფროსი, წარმოების უფროსი, დირექტორის მოადგილე; 1985-1987წწ. თელავის "მიონის" ქარხნის დირექტორი; 1987-1992წწ. ქარხანა "ჰიდრომეტხელსაწყოს" დირექტორი; საქართველოს მრეწველობის მინისტრი (1992); 1992-1995წწ. ქარხანა "ჰიდრომეტხელსაწყოს" დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2002-2004წწ. თბილისის საკრებულოს საგანგებო ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქიდან. არის 21 სამეცნიერო ნაშრომის, 6 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში:ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-99. - გვ. 442; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.430

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ედპ-ს მთავარი კომიტეტი, წევრი
  • კერძო საწარმოთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საფრანგეთის მრეწველთა კავშირი, საპატიო წევრი
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი" , წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები" , ფრაქციის თავმჯდომარე (2004-2008)
  • საქართველოს მრეწველთა კავშირი, თავმჯდომარე (1990-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

გააზიარე: