The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასლან აბაშიძე

ასლან აბაშიძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1938  (83 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისსახალხო მეურნეობისდაგეგმარების ფაკულტეტი 1984 წელს.

1962-1965 წწ. მუშაობდა კომკავშირულ სამუშაოზე და პარალელურად ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის ინგლისური ენის მასწავლებლად; 1965-1980წწ. N44 პროფესიულ-ტექნიკური და ტექნიკური სასწავლებლის დირექტორად; 1981-1984წწ. ბათუმის საქალაქო კომიტეტის აღმასკომი თავმჯდომარედ; 1984-1989 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და შემდეგ საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრად; კონცერნ "საქყოფსერვისის" პრეზიდენტად. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, №10 მრავალმანდატიანი ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1991-2004წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. გენერალ-მაიორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ., 196-97.- გვ. 13; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ.,1998-99.-გვ.1; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.55; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.274

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთმცოდნეთა ასოციაცია, წევრი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე (1991-2004)
  • პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • საქართველოს აღორძინების კავშირი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე (1992-2004)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • მშვიდობის დაცვის ნანსენის სახელობის პრემია
  • მეგობრობის ორდენით
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: