Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ასლან აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისსახალხო მეურნეობისდაგეგმარების ფაკულტეტი 1984 წელს. 1962-1965 წწ. მუშაობდა კომკავშირულ სამუშაოზე და პარალელურად ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის ინგლისური ენის მასწავლებლად; 1965-1980წწ. N44 პროფესიულ-ტექნიკური და ტექნიკური სასწავლებლის დირექტორად; 1981-1984წწ. ბათუმის საქალაქო კომიტეტის აღმასკომი თავმჯდომარედ; 1984-1989 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და შემდეგ საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრად; კონცერნ "საქყოფსერვისის" პრეზიდენტად. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, №10 მრავალმანდატიანი ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1991-2004წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. გენერალ-მაიორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ., 196-97.- გვ. 13; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ.,1998-99.-გვ.1; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.55; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.274 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |