The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინგა გიორგაძე

დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის 1962 წელს.

1967-1972წწ. იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1972-2007წწ. ამავე ინსტიტუტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2007 წლიდან შპს ანალიტიკურ–სადიაგნოსტიკო ცენტრის  – "დიაგნოზი–90" – ის ხელმძღვანელი; არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი; მისი შრომები ეხება ვირუსოლოგიის, იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის აქტუალურ პრობლემებს; ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.14

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: