The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით აბაშიძე

დავით აბაშიძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1960  (59 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1983 წწ. მუშაობდა სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად; 1983-1985 წწ. კალინინის რაიონის N53-ე საშუალო სკოლის  კომიტეტის მდივნად; 1985-1986 წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში მთავარ ეკონომისტად; 1986-1988 წწ. ალკკ ცენტრალურ კომიტეტში; 1989-1991 წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში; 1991, 1992-1993 წწ. რესპუბლიკის მთავრობაში; 1991-1992 წწ. სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტში; 1993 წლიდან მუშაობდა შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალურ დირექტორად;  საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999); 2000-2003 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინასთა მინისტრი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ., 1996-97.- გვ.13; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.55

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი, (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000)

გააზიარე: