Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1982 წელს. 1976-1977წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სანიტარი; 1982-1983წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერი მუშაკი; 1983-1985წწ. 53-ე საშუალო სკოლის ალკკ კომიტეტის მდივანი; 1985-1986წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის უფროსი ეკონომისტი; 1986-1988წწ. საქართველოს ალკკ ცკ-ის ინსტრუქტორი, სექტორის გამგე; 1987-1989წწ. საქართველო კპ ცკ-ის ინსტრუქტორი; 1989-1991წწ. საგეგმო კომიტეტის განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სპორტის განყოფილების უფროსის მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკური რეფორმებისა და ადგილობრივი მმართველობის სახელმწიფო კომისიის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი (1991); 1992-1993წწ. სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკურ საკითხთა წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 1993-1995წწ. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარცევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარცევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2003 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინასთა მინისტრი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ., 1996-97.- გვ.13; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.55 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |