შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტორ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუთური, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი 1938 წელს. 1935-1938წწ. ხელმძღვანელობდა პირველი ჩაის გადასამუშავებელი ფაბრიკის მშენებლობასა და დაბა ლაითურის გაშენებას; 1946-1960წწ. იყო ამიერკავკასიის მეტალურგმშენის ტრესტის მმართველი; 1963 წელს მშენებლობის მინისტრის მოადგილე, კურორტ ბიჭვინთაში მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელი; სტალინგრადში მონაწილეობდა მცირე სიმძლავრის სატანკო ძრავების ქარხნის მშენებლობაში; დიდი წვლილი მიუძღვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აშენებასა და თვით რუსთავ–ქალაქის განაშენიანებაში; 1971 წლიდა პერსონალურ პენსიაზე გასვლის შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სსრ-ს მშენებლობის სამინისტროს კონსულტატად. იყო საქართველოს სსრ I-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მშენებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1978.-გვ.158 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |