შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ჯორჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1973 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრი აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, 1980 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინო-სარეჟისორო ფაკულტეტი. 1970-1975წწ. იყო "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი; 1973-1974წწ. "მოსპროექტის" ასპირანტი; 1977-1991წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი; 1993-1995წწ., NIPKOW PROGRAM-ის(ბერლინი) კინორეჟისორი; 1991 წლიდან კინოსტუდია "ადამი და ევას" რეჟისორია. არის ავტორი ფილმებისა "ატლანტი"(1979); "მოგზაურობა სოპოტში"(1980); რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა"(1986); "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(1996) და სხვ., სცენარებისა და სტატიებისა: "შეშლილი მემუარები"(1992); "შეხვედრა"(1992); "ლა ნაპულის მოჩვენებები"(1993); "ცოტა რამ ვეშაპზე... და საქართველოზე" (1993) და სხვ. შეასრულა როლები 6 ქართულ მხატვრულ ფილმში. მიღებული აქვს: ექსპერიმენტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი ფილმისთვის "ატლანტი" (ტალინი, 1979); კინოკლუბების საერთაშორისო პრიზი ფილმისთვის "მოგზაურობა სოპოტში" (1980), კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "ოქროს კამერა" ფილმისთვის "რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა" (1986), კიოტოსა და მონრეალის კინოფესტივალის, ჩიკაგოს Wihitte Country Film Festival-ის პრიზები ფილმისთვის "რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა" (1986), რუსეთის კინოაკადემიის პრიზი "Ника" ფილმისთვის "რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა" (1986), კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისთვის "მოგზაურობა სოპოტში". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-99. - გვ. 441; ეროვნული ფილმოგრაფიის ვებგვერდი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |