შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ჯორჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1973 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრი აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, 1980 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინო-სარეჟისორო ფაკულტეტი. 1970-1975წწ. იყო "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი; 1973-1974წწ. "მოსპროექტის" ასპირანტი; 1977-1991წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი; 1993-1995წწ., NIPKOW PROGRAM-ის(ბერლინი) კინორეჟისორი; 1991 წლიდან კინოსტუდია "ადამი და ევას" რეჟისორია. არის ავტორი ფილმებისა "ატლანტი"(1979); "მოგზაურობა სოპოტში"(1980); რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა"(1986); "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(1996) და სხვ., სცენარებისა და სტატიებისა: "შეშლილი მემუარები"(1992); "შეხვედრა"(1992); "ლა ნაპულის მოჩვენებები"(1993); "ცოტა რამ ვეშაპზე... და საქართველოზე"(1993) და სხვ. შეასრულა როლები 6 ქართულ მხატვრულ ფილმში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-99. - გვ. 441 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |