The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ადამია

რევაზ ადამია
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1952
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 2014  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: 1974-1979წწ. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბაქტერიოფაგი" უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1979-1982წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომლი; 1982-1988წწ. სექტორის ხელმძღვანელი; 1988 წლიდან ლაბორატორიის უფროსი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მწვანეთა პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, სარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან; იყო რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წამყვანი წევრი და 1999 წლის სტამბოლის ეუთოს სამიტზე მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 2002-2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს ჯორჯ სოროსის პრემია. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.  

სადისერტაციო თემა - "ზოგიერთი ბაქტერიული ვირუსის მოლეკულურ-ბიოლოგიური თვისებები", დაიცვა 1986 წელს.  

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი., 1996-97. -გვ.14; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 60; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.27

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ვიცე პრეზიდენტი (1999-2001)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მწვანეები", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატები", წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", ფრაქციის თავმჯდომარე (2000-2001)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს სამთო-სათხილამურო ასოციაცია, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

გააზიარე: