შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1964 წელს; ლენინგრადის კულტურის უმაღლესი სკოლა 1973 წელს. 1949 წლიდან მუშაობდა ხულოსა და ბათუმის სკოლების მასწავლებლად, აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივ თანამდებობაზე განათლების, კულტურის, სპორტის ორგანიზაციებში; 1993-2007წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების კათედრის გამგე; ჩამოაყალიბა ესთეტიკური აღზრდის სისტემის თეორიული მოდელი, რომელიც ხელს უწყობს მოზარდი თაობის ჰარმონიულ აღზრდას; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი; პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.288; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |