შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პანტელეიმონ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფელი გორმაღალი. დაამთავრა ალმა–ათის საკავალერიო სასაზღვრო სასწავლებელი 1948 წელს; სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო აკადემია 1956 წელს; სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია 1969 წელს. 1969-1973წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის შტაბში, შემდეგ აღმოსავლეთ სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილედ; 1973-1976წწ. მუშაობდა მონღოლეთში; 1982-1985წწ. კუბაში; 1985-1987წწ. კვლავ მონღოლეთში; 1976-1979წწ. იყო შუა აზიის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი; 1992-1993წწ. სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს მხრიდან შიდა ქართლში; II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე; მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები; საბჭოთა არმიის გენერალ–მაიორი(1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |