შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰამლეტ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1960 წელს. 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში; 1970-1976წწ. იყო მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგე; 1976-2005წწ. სოფლის მეურნეობის ეკონომიკური კათედრის გამგე; 1978-1980წწ. ამავე კათედრის პრორექტორი; ავტორია სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების; მისი სამეცნიერო შრომები ეხება სასოფლო სამეურნეო წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის, სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის, აგრეთვე პოლიტიკისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს; აგრარიკოს–ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1984). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.248 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |