The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გიორგბელიძე

დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1994  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა მოსკოვის კ. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო–სამეურნეო აკადემია 1934 წელს.

1957 წლიდან იყო ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი; 1959-1973წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი; 1973-1992წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის პროფესორ–კონსულტანტი; დაამუშავა დასავლეთ საქართველოს პირობებში საკონსერვო ბოსტნეულის აგროტექნიკური საკითხები; შეისწავლა მწვანე ბარდის ჯიშების აგროტექნიკა და დანერგა ისინი საქართველოში, როგორც შუალედური კულტურები; მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და სელექციურად გაუმჯობესებულია საკონსერვო ხილბოსტნეულის 23 ჯიში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი(1952), პროფესორი(1961).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.16

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: