შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ადეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსის მოადგილე, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი, კათედრის დოცენტი; 1985-1989წწ. ამავე ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 1989-1993წწ. სასწავლო ნაწილის უფროსი; 1993-1995წწ. პრორექტორი; 1995-1996წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 1996-2003წწ. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი. გამოქვეყნებული აქვს 5 სახელმძღვანელო, 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია: "კოსმოსური დიდგაბარიტიანი კარკასულ--საყრდენიანი ნაგებობების გაანგარიშების მეთოდები". არის უკრაინის საერთაშორისო ორგანიზაცია - "შავი ზღვის გამოფენების ასოციაციის" ლაურეატი "წლის საუკეთესო ადამიანი ტრანსპორტი-98-ზე". სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოსმოსური მაღალი სიხშირის რადიოტექნიკური ავტონომიური კომპლექსების დიდგაბარიტიანი ნაგებობები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1998-99. -გვ.5; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.399 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |