The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ადეიშვილი

მერაბ ადეიშვილი
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1956  (67 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსის მოადგილე, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი, კათედრის დოცენტი; 1985-1989წწ. ამავე ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 1989-1993წწ. სასწავლო ნაწილის უფროსი; 1993-1995წწ. პრორექტორი; 1995-1996წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 1996-2003წწ. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი. გამოქვეყნებული აქვს 5 სახელმძღვანელო, 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია: "კოსმოსური დიდგაბარიტიანი კარკასულ--საყრდენიანი ნაგებობების გაანგარიშების მეთოდები". არის უკრაინის საერთაშორისო ორგანიზაცია - "შავი ზღვის გამოფენების ასოციაციის" ლაურეატი "წლის საუკეთესო ადამიანი ტრანსპორტი-98-ზე".

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოსმოსური მაღალი სიხშირის რადიოტექნიკური ავტონომიური კომპლექსების დიდგაბარიტიანი ნაგებობები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1998-99. -გვ.5; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.399

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "აბრეშუმის გზის" კულტურული მხარდაჭერის ფონდი, პრეზიდენტი
  • საერთაშორისო სამეცნიერო აკადემია "ევრაზია", წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია, ვიცე პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის საგურამოს სასტენდო კომპლექსის გადარჩენისათვის, ქვეყანაში სტაბილიზაციის დადგომის დროს მისი საექსპლოატაციოდ მომზადების სამუშაოებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: