The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1992 წელს; დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი 1999 წელს.

1989-1995წწ. იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წამყვანი იურიდიული მრჩეველი; 1992-1996წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორის თანაშემწე; 1992-1994წწ. საქართველოს პრეზიდენტის აპარატის უფროსი იურიდიული მრჩეველი, საქართველოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი; 1995-1997წწ. და 2000-2001წწ. ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"-ს საბჭოს წევრი; 1999-2000წწ. AMEX-International-ის მისიის ხელმძღვანელი; 1999-2005წწ. USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამაში; 1999-2012წწ. თბილისის საარბიტრაჟო პალატის არბიტრი. 1999-2011წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლექტორად; 2000-2001წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი; 2001-2002წწ. "IRIS საქართველოს" მისიის ხელმძღვანელის მოადგილე; 2002-2005წწ. "IRIS საქართველოს" უფროსი იურიდიული და პოლიტიკური მრჩეველი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ლელო - მამუკა ხაზარაძე", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.325

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (2011-2016)
  • პოლიტიკური მოძრაობა "შენების მოძრაობა", თავმჯდომარე (2017-2019)
  • პოლიტიკური ორგანიზაცია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭო, თავმჯდომარე (2019-)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , დამფუძნებელი, თავმჯდომარე (1995-1997)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი, წევრი (2022-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის", წევრი, თავმჯდომარე (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის", წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "რესპუბლიკელები", წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავმჯდომარე (2005-2013)

გააზიარე: