შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან აბდუშელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1960-1964წწ. განაგებდა აკადემიკოს გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტალური ლევკოზის ლაბორატორიას; 1965-1980წწ. ამავე ინსტიტუტის ლევკოზის ციტომორფულოგიის და ციტოგენეტიკის ლაბორატორიას; ხოლო 1980-1984წწ. ლევკოზისა და ლევკოზისწინარე მდგომარეობათა ციტოპათოლოგიურ და ეპიდემიოლოგიურ ლაბორატორიას; 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანლი; შეისწავლიდა ლევკოზისა(თეთრსისხლიანობის) და ლევკოზისწინარე მდგომარეობის ეტიოლოგიას, პათოგენეზსა და ეპიდემიოლოგიას; ლევკოზის განვითარების რისკ ფაქტორებს; აგრეთვე კლინიკურ–ციტომორფოლოგიური დიაგნოსტიკის, ადრეული გამოვლენისა და პროფილაქტიკის საკითხებს; ჰემატოლოგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970); პროფესორი (1985). წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,.-1997.-გვ.27 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |