შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა აგლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1985 წლიდან თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომელია; 1988–1995წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1995 წლიდან თერაპიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგიის და კლინიკური ფარმაკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 2003 წლიდან დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის თერაპევტ-კარდიოლოგია. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის ქრონიკულ უკმარისობასა და გულის ქრონიკული იშემიური დაავადებების მკურნალობის პრობლემებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებისა და დიგოქსინის შედარებითი ეფექტიანობა გულის ქრონიკული უკმარისობის ხანგრძლივი მკურნალობის დროს", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.11; vidal.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |