Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1990 წელს; თბილისის იურიდიულ ინსტიტუტი 2003 წელს. 1990-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტში - კორესპონდენტად; 1991-2001წწ. თბილისის 54-ე საჯარო სკოლის პედაგოგად; 1995-1996წწ. თბილისის მერიის განათლების სამმართველოს პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრში წამყვან სპეციალისტად; 2003-2009წწ. შრომითი საქმიანობა განაგრძო ააიპ "კონსტიტუციის 42-ე მუხლში" პროექტის: "სტრატეგიული სამართალწარმოება და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა" - დირექტორად; 2004-2009წწ. ამავე ორგანიზაციაში იყო გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 2009-2011წწ. აღმასრულებელი დირექტორი; მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ადვოკატი წარმოადგენდა და იცავდა მოქალაქეთა ინტერესებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში; 2005-2012წწ. კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სამართალმცოდნეობის შესავალ კურსში, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში; 2012-2016წწ. საქართველოსმე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №50 საჩხერის საარჩევნო ოლქი; 2016-2017წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2017 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 209; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: constcourt.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |